ახალი ამბები

“გიორგიწმინდაში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირმა ინაშვილის შტაბს ეკისრება”

ხიდაშელის განმარტებით, ინაშვილის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და ძალადობრივი ქმედებები დაიწყეს. 
,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, #20 უბანზე ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მიცვივდნენ საარჩევნო უბანთან, სცადეს სიტუაციის დაძაბვა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.გიორგიწმინდაში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირმა ინაშვილის შტაბს ეკისრება”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.