ახალი ამბები

საგარეჯოში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა  საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში უკვე დაიწყო.

 საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, „ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“ – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ სპექციალურ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.