ახალი ამბები

წნორში დედამ სავარაუდოდ ახალშობილი გაგუდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ქმრის მიერ მეუღლის ცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. “ჩვილის გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედამ გაგუდა ბავშვი. არის ვერსია, რომ ბავშვი იყო დღენაკლული და თავად გარდაიცვალა. არ ვიცით რომელი შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ქმრის მიერ მეუღლის ცემას. დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვიცი, რომ ქმრის მხრიდან ცოლის ცემის ფაქტს არასოდეს ადგილი არ ჰქონია და არც ამ შემთხვევაში ყოფილა ძალადობა. მეზობლებისგან და ქალის ახლობლებისგან მსგვსი რამ არც კი გამიგია”, – განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წნორის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა მანანა ჯავაშვილმა. 
ამჟამად ქალბატონს მკურნალობის კურსს წნორის კლინიკაში უტარებენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მიიყვანა. ამჟამად ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განხრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. 
ვახტან გომელაურის უწყების ცნობით, მომხდარზე ჩატარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც, სავარაუდოდ, დადგინდება ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი.