ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეჯოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს გაეცნო

 კახა კოჟორიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელს შეხვდა. კოჟორიძემ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრობლემებისა და დარღვევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კანდიდატებისგან მიიღო.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო სპეციალურ სიაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სამხედრო პირების შეტანის საკითხსაც.
პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია და სასურველია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მაინც მოხერხდეს ამ კონკრეტული დებულებების გამოსწორება და გაუმჯობესება.