ახალი ამბები

თელავში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა იწყება

საჯარო განხილვას დაესწრებიან პსაპარლამენტო კომიტეტის წევრები, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება საკუთარი მოაზრებები დააფიქსირონ და კითხვები საპარლამენტო კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვან. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გახილვა საქართველოს სხვა დიდი ქალაქებშიც ჩატარდება.