ევროკავშირმა საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
EaPTC პროგრამის ხელმღვანელის, ალექსი საკიევის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს პარტნიორული კავშირების შექმნას სოფლის მეურნეობასა და მათთან დაკავშირებულ სექტორებში, საერთო გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის განვითარებას; სოციალური ჩართულობის ზრდას კულტურის, განათლების და სპორტის სფეროებში და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების განვითარებას.
,,ევროკავშირმა საქართველო-აზერბაიჯანის საგრანტო კონკურსისათვის 1.35 მილიონი ევრო გამოყო. აღმოსავლეთ პარტინიორობა (Eap) წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს ქვეყანას. ინიციატივის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება, მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსი საკიევმა.
შეგახსნებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ ინიცირებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზღვრიპირა თანამშრომლობის პროგრამის რეალიზება, რომლის საერთო მიზანია აზერბაიჯანი–საქართველოს, სომხეთ–საქართველოს, ბელორუსია–უკრაინის, მოლდოვა–უკრაინის ტერიტორიული თანმაშრომლობის პროგრამების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. აღნიშნული პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის გამყარებას, ერთობლივი საზღვრიპირა პროექტების შემუშავება–განხორციელების მიზნით. ევროკავშირმა აღნიშნული პროგრამების განსაცორციელებლად 12,5 მილიონი ევრო გამოყო.
აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიმართულია ევროკავშირსა და მისი აღმოსავლეთ მეზობლებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრამავებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა მოიცავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს: აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.
საგრანტო კონკურსში საპროექტო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 17 დეკემბერი.