თელავში ყოფილი პოლიციელი საკუთარ სახლთან მოკლეს
ბექა აბულაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის ვარაუდით, მკვლელობა აბულაძის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდება. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რამდენიმე საათის განმავლობაში რეიდს ახორციელებდა და თელავის ყველა გასასვლელს აკონტროლებდა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.