აქციის მონაწილეები გურჯაანის სასამართლოსთან დაკავებულების მიყვანას ელოდებიან
“ველოდებით იმ ადამიანების მოყვანას, რომლებიც ტყუილად დააკავეს. არაფერი არ დაუშავებიათ ამ ადამიანებს. იმას ვაშავებთ, რომ ვითხოვთ მინიმალურ ფასს ყურძენზე? რა ფასიც არის ეს ხომ სირცხვილია. ყველას ხომ ვერ დაგვაკავებდნენ და ვინც მოხვდათ, ის დააკავეს”, – განუცხადეს Knews.ge-ს აქციის მონაწილე მევენახეებნა.
პოლიციამ 3 მევენახე მაშინ დააკა, როდესაც აქციის მონაწილეები თელავი-თბილისის მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პოლიციის თანამშრომლები ფერმერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გზა ძალის გამოყენებით გახსნეს. ერთ-ერთ დაკავებულ ფერმერს, ლაგოდეხში მცხოვრებ გიორგი ჭანყოშვილს ბრალად ედება პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენება.