აქციაზე გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს სახეში გაარტყეს
გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ლაგოდეხში მცხოვრებმა გიორგი ჭანყოშვილმა მიაყენა. “მივმართავ ღარიბაშვილს, რომ ამ დარტყმას ავიტან, მაგრამ ეს დარტყმა იყო არა ჩემი, არამედ კახელი გლეხების მისამართით,” – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
Knews.ge-ს ინფორმაციით, ამ დროსთვის უკვე დაკავებულია დეპუტატზე თავდამსხმელი. მევენახეთა საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მოსახლეობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეკრება 12:00 საათზე დაიწყო.