ახალი ამბები

ყურძენს ამ დროისთვის ღვინის 21 ქარხანა იბარებს

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია. 
არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც დაიწყო.