აქციაზე დაკავებული მევენახეები გაათავისუფლეს
დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედებათ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებდა. აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, დააკავეს ოთხი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს.