ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს ხის მასალა უსასყიდლოდ გადაეცა
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სააგენტომ ყვარლის მუნიციპალიტეტს 63, ხოლო ლაგოდეხის რაიონს 62 კუბური მეტრი ხის მასალა უსასყიდლოდ გადასცა.
მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ უწყება საჭიროების შემთხვევაში სტიქიიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს დამატებით დახმარებას გაუწევს.