ახალი ამბები

თელავში რთველი 2015-ის შტაბი გაიხსნა

 თელავში   სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა  რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნეს.  რთველის საკოორდინაციო შტაბი წელს  თელავში,  სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ განთავსდება, ამასთან,  შტაბის წარმომადგენლობა  გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც  ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღების საშუალება ექნება. 

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად,  რთველი 2015-ის ფარგლებში,  სახელმწიფოს მიერ   1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო  1 კგ. საფერვზე – 15 თეთრის ოდენობის  სუბსიდია გაიცემა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის   იაფი სესხის გაცემაც გაგრძელდება. 

,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა  არა ღვინის მწარმოებელ  კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის  მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან  დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.