ილიას ტბაზე წყლის დაბინძურება არ დაფიქსირდა
ჩატარებული ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ილიას ტბის წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. აღებულ სინჯებში დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლების გარდა განისაზღვრა 23 ფიზიკურ-ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. ტბის წყლის ხარისხის მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა.