თელავში ტურისტული გზამკვლევი განთავსდა
ტურისტული გზამკვლევი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის, ნადიკვრის პარკისა და ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული. ,,ლაითბოქსში” განთავსებულია ქალაქის ტურისტული რუკა, ტექსუალურ-ვიზუალური მასალები და ინფორმაცია ქალაქის/რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. თელავის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ქართველ და უცხოელ ტურისტებს დაეხმარება მათთვის საინტერესო ადგილების მონახულებაში.
“გზამკვლევი, ღამის საათებში, ორმხრივად არის განათებული, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ნებისმერ დროს მიიღონ საჭირო ინფორმაცია”, – აცხადებენ პლატონ კალმახელიძის უწყებაში.