საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
არადა, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბის გულმკერდში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბინაში ხანძრი გააჩინა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა, რომელიში იგულისხმება საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენა, და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილება გაუგებარია არასამთავრობო სექტორისა და მოკლულის ოჯახის ადვოკატისთვის.
“საბი ბერიანის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”, – ამ მოთხოვნით ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი პეტიციას ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს. პეტიციაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემს შორისაც კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და გარიყული ჯგუფია.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ველისციხელი ბექა იგივე საბი ბერიანი თბილისში მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელმა ბერიანს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობები შემდეგ კი სახლს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა. მათივე ცნობით კარი გასაღებით ჩაკეტილი იყო, რის საფუძველზეც მეზობლები ვარაუდობენ რომ მკვლელს გასაღები ჰქონდა.