ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები 3327-მა აბიტურიენტმა აირჩია

აბიტურიენტებს შეეძლოთ განაცხადში მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ. პირველი ოცი არჩევანის მიხედვით, 3327-მა აბიტურიენტმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩია. 327-მა აბიტურიენტმა კი თესაუ განაცხადში პირველ ადგილზე მიუთითა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 საბაკალავრო პროგრამაზე 700 ადგილი გამოაცხადა. 
Knews.ge-ს თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განუცხადეს, რომ 2014 წელს ოცი არჩევანის მიხედვით 1000-ზე ოდნავ მეტმა აბიტურიენტმა მიუთითა თელავის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კი უმაღლესის სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 179 აბიტურიენტი ჩაირიცხა. 
გამოცდების ეროვნული ცენტრი საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას 20 აგვისტოს შემდეგ გეგმავს.