წელს რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, წელს ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება: ,,წელს, ჩაბარებული ყურძნის შესახებ ინფორმაცია ჩვენს სერვერზე ელექტრონულად აისახება, შესაბამისად მევენახეები დაბრკოლების გარეშე მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში მიიღებენ ანაზღაურებას”, – აცხადებს სამანიშვილი.
წელს, სუბსიდიას ღვინის კომპანიების ნაცვლად თავად მევენახეები მიიღებენ. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, ანაზღაურება მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღონ.