ახალი ამბები

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შეგახსენებთ, რომ ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სოფელ ზემო ალვანში, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს, მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმოყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება და ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.