ახალი ამბები

პანკისის ხეობაში ფილმს გადაიღებენ

 ფილმი ორი გოგონას, იიმანის და ევას ისტორიას მოგვითხრობს. იიმანი და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. მშობლები ამ თემაზე ჩურჩულით საუბრობენ. გოგონებისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია. 
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. 
,,ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს. ფილმს “სანამ მამა დაბრუნდება” ერქმევა. გადაღებები პანკისის ხეობაში სექტემბერში დაიწყება, მანადე კი პროექტი უკვე შეარჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ვორქშოპისთვის. ვორქშოპი დოკუმენტურ ფილმში თხრობის ხელოვნებას ეხება და მას ამერიკელი რეჟისორი ლიზა ლემანი გაუძღვება”,- აცხადებენ კონემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
პროექტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით ხორციელდება.