კახეთში ეთნიკურ უმცირესობებთან ენის პრობლემებზე იმსჯელებენ
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის საბჭოს მიაწოდონ ინფორმაცია მათი ენების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ისაუბრონ მათი განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ, თუროგორ შეიძლება კულტურულმა ძეგლებმა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
ევროპის საბჭოში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს და ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ დაეხმარებათ მათ ქარტია აღნიშნულიო ენების დაცვაში.
„რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა. იგი იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასპექტად, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
საქართველომ, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის ვალდებულება 2000 წელს იკისრა.