კახეთში კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების პროგრამა იწყება
ბიზნესის მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა ფუნქიონირებდეს ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში და ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა შეეძლოს მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობა.
პროექტის საინვესტიციო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს და ის გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ კოოპერატივებზე. აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას.
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია “მერსი ქორფსის” ვებგვერდზე – www.mercycorps.ge. შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარება 2015 წლის 1 სექტემბერამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე – enpard@mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაურთონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.
საინფორმაციო შეხვედრები კოოპერატივებთან საგარეჯოსა და გურჯაანში 22 ივლისს გაიმართება, ხოლო 23 ივლისს კი – ყვარელში.