ანსამბლმა შვიდკაცამ თელავში საქველმოქმედო კონცერტი გამართა
„ჩვენი საზოგადოებისათვის ქველმოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ამ თვისებაში ვლინდება ერის ერთსულოვნება. ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაშიძალინ ბევრი მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიება ვნახეთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა გამოიჩინეს თავი და დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცნაირად ვაჯამებთ შედეგებს და ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული ეს ჭრილობები, აქ, ამ დარბაზში ხალხმრავლობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის სურვილი, ჩაერთოს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სტიქიის შედეგად დაზარალებულტა დახმარებაში“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.
საქველმოქმედო კონცერტის გენერალური სპონსორია ,,კახეთის მეღვინეთა გილდია.
„დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ: თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი, პაატა გულიაშვილი და მისი კოლექტივი, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო დღეს ამ კონცერტისატვის დარბაზი, ასევე ლოპოტა რეზორტი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ხუთი დაზარალებული ოჯახი, სოციალურად დაუცველები დაასვენოს თავის კომპლექსში, აგრეთვე სასტუმრო ,,ძველი თელავი“, ნოდარ ვარსიმაშვილი და მისი სასტუმრო ,,კახეთი“, ლევან ფეიქრიშვილი, რომელიც გახლავთ ბურღულეული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი და თელავის მერია“, – განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.