ფოტოკონკურსი “ეს თელავია” დასრულდა
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, ფოტოების მოწონების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც ოთხშაბათს დაასახელებენ. I, II და III ადგილის მფლობელებს მერია ფულად ჯილდოებს გადასცემს.
“ფოტოკონკურსის ნამუშევრების მიღება გუშინ დასრულდა. დღეს და ხვალ ამ ყველაფერს შევაჯერებთ, გავაანალიზებთ, დავითვლით და ოთხშაბათს დავასახელებთ 3 გამარჯვებულს. ასევე გამოვლინდება სპონსორის სიმპატია. გარდა ამისა, თელავიის მერიის ინიციატივით გადაწყდა, რომ გამოვავლინოთ დამატებით რამდენიმე გამარჯვებული ფოტო, რომელიც მოხვდება მომავალი წლის კალენდარზე. გვინდა, რომ 2016 წლის კალენდარი მზად გვქონდეს ერეკლეობის დღესასწაულისთვის შემოდგომაზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდება ამავე დღეს. ასევე გვაქვს პატარა სიულპრიზი, რომელსაც, ასევე, ოთხშაბათს გავაჟღერებთ”, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
კონკურსის მიზანი თელავის ფოტობანკის გამდიდრება და ფოტოგრაფიის წახალისება იყო. თელავის მერიამ ფოტოკონკურსი “ეს თელავია” 6 აპრილს გამოაცხადა.