ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში ავტოსატრანსპორტო შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

პაციენტები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისინი მალევე გაწერეს. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ალექსანდრე ჯავახიშვილი “სუბარუს” მარკის ავტომანქანას მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის რკინის ჭიშკარს შეეჯახა. ავარიის შედეგად გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის სიძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის შორენა ჯახუას განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.