ფოტოკონკურსი ,,ეს თელავია“ ორ დღეში დასრულდება
კონკურსის მიზანს წარმოადგენდა თელავის ფოტობანკის გამდიდრება და ფოტოგრაფიის წახალისება. თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, კონკურსანტების მიერ გაგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ იყო, მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, 14 წლის ასაკიდან:
,,12 ივლისს დავასრულებთ ფოტოკონკურსს. გამოვლინდება 3 გამარჯვებული და ასევე, სპონსორის სიმპატია. გარდა ამისა, თელავიის მერიის ინიციატივით გადაწყდა, რომ გამოვავლინოთ დამატებით რამდენიმე გამარჯვებული ფოტო, რომელიც მოხვდება მომავალი წლის კალენდარზე. გვინდა, რომ 2016 წლის კალენდარი მზად გვქონდეს ერეკლეობის დღესასწაულისთვის შემოდგომაზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდება ამავე დღეს“, – აცხადებს Knews.ge-სთან ფიქრია ყუშიტაშვილი.