ახალი ამბები

ივნისში ტურისტების რაოდენობამ იკლო

„ტურისტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით წელს უფრო ნაკლებია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საგრძნობლად მცირეა უცხო ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა.მაისში ბევრი სტუმარი გვყვავდა რუსეთიდან, რადგან დასვენების დღეები ჰქონდათ და ეწვივნენ ჩვენს მხარეს. ეს თვე სხვა თვეებთან შედარებით მეტად დატვირთული იყო. სასტუმროს ნომრები დატვირთული არის, მაგრამ როგორც წინა წლებში იყო, ამჟამად ამ მხრივ მდგომარეობა განსხვავებულია“, – განუცხადა knews.ge-ს ქეთევან მიქაძემ. 
სასტუმრო „ძველი თელავშიც“ წინა თვეებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. სასტუმროს ადმინისტრატორების მენეჯერის ლიკა პარწიკანაშვილის თქმით, რამდენიმე უცხოურმა ტურისტულმა მსხვილმა კომპანიამ მსხვილი ჯავშანი გააუქმა. 
„ივნისში და ივლისში ჩოგბურთის ტურნირი ტარდება და ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ბევრი სტუმარი გვყვავს. ესენი არიან ამ ტურნირთან დაკავშირებით ჩამოსულები. ისე სხვა ტურისტები ძალიან ცოტანი არიან. თავად მსხვილმა ტურისტულმა კომპანიებმა უკვე გააუქმეს მსხვილი ჯავშანი. წინა თვეებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. მაგალითად ივნისის თვეში 100-ზე ოდნავ მეტი ტურისტმა თუ ისარგებლა ჩვენი9 მომსახურებით“, – განუცხადა knews.ge-ს ლიკა პარწიკანაშვილმა. 
თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში კი აცხადებენ, რომ თელავს წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე სტუმრობს. ცენტრში ტურისტთა რაოდენობის ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს ვერ ასახელებენ. უწყება არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, წინა წლებთან შედარებით გაიზარდა თუ შემცირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რიცხვი. 
„ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ბევრი ტურისტია თელავში. ისინი შემოსულები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიდერობენ პოლონელები, რუსები და სხვა მეზობელი ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყვავს ტურისტები. ყველა სასტუმროს ჰყავს ძალიან ბევრი ტურისტი. რაც შეეხება ტურისტების რაოდენობა. ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით. რა მონაცემებიც ჩვენთან შემოდის, მერე ეს იკრიბება სასტუმროებში შესულ ტურისტების რაოდენობასთან და ეს მონაცემები იგზავნება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“, – განაცხადა ტურიზმის საიუნფორმაციო ცენტრის ხელმძრვანელმა მანანა ინაშვილმა.