პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თესაუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მიზანი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
თესაუში აცახდებენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასტიპენდიო და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამებს ერთობლივად განხორციელებენ. მემორანდუმს, რომელიც განუსაზღვრელი ვადითაა გაფორმებული, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველშვილმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მოაწერეს ხელი.