პანკისის ხეობაში დაკავებული ქისტები გაათავისუფლეს
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება სოფელ ჯოყოლოს იმამი აიუფ ბორჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის ოთხ სოფელში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ომალოსა და დუმასტურში სპეცოპერაცია გუშინ დაახლოებით 18:00 საათისთვის ერთდროულად დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მიმდინარეობდა სახლების ჩხრეკა და პირადი ნივთების ამოღება.
სამართალდამცველებმა ჩხრეკა ომარ ალ შიშანის მეგობრის, ჯოყოლა აჭიშვილის სახლშიც ჩაატარეს. პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, თბილისში მცხოვრები ქისტებიც დაიკითხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია, ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას უკავშირდება.