ახალი ამბები

პანკისში სპეცოპერაციისას რამდენიმე პირი დააკავეს

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც დანიშნულების რაზმის მიერ  14 ივნისს, გვიან ღამით პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რაც ხეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას სირიის კონფლიქტთან დაკავშირებული პანკისელი  მებრძოლების დაკავება იყო. პანკისის ხეობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანაში მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია 15 ივნისს გახდება ცნობილი.