ახალი ამბები

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს თელავის სამოქალაქო საზოგადოება დახმარებას გაუწევს

თელავის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, თელავის აქტიური მოქალაქეების, ბიზნესმენთა და სამოქალაქო სექტორის მობილიზაციით სტიქიის შედეგად დაზარალებლთათვის დახმარება შეგროვდება. „ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მცირედი დახმარება მაინც გაუწიოს დედაქალაქის დაზარალებულ მოსახლეობას, საშუალება ექნება მოიტანოს პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტანსაცმელი, მერიასთან ერთად შევეცდებით დახმარება ადრესატამდე მივიდეს,“ – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მაცაცო მეგრელიშვილი. 

მოვუწოდებთ ადგილობრივ მოქალაქეებს გამოიჩინონ თანაგრძნობა და მხარი დაუჭირონ ჩვენს თანამოქალაქეებს, – აცხადებენ ორგანიზატორები.  აქცია  2 დღის განმავლობაში გასტანს. შეგროვილი ნივთები და ფულადი შემოწირულობა ახალგაზრდული საბჭოს მეშვეობით თელავის მერიის დახმარებით უშუალოდ დაზარალებულებს მიწეოდებათ.