გურჯაანის სოფლებს ენერგომომარაგება შეეზღუდება
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით 11,12,15,16,17,18,19 და 30 ივნისს 07 სთ-დან 12 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება სოფლებს ზიარს და ფხოველს 11ივნისს – ბაკურციხეს, 12 და 15 ივნისს – მახარაძეს, 12,15,16 და 17 ივნისს – ვეჯინს და ძირკოკს, 11,12,15,16 და 17 ივნისს სოფლებს ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურს, ვაჩნაძიანს და კახიფარს, 16,17 და 18 ივნისს – შიბლიანს. 18,19,22,23,24, 25, 26, 29 და 30 ივნისს – კარდენახს
18,19,22 და 23 ივნისს – სოფელ ახაშენს, 19 ივნისს – კაჭრეთს, 22 ივნისს – ქოდალოს, 22-23 ივნისს – სოფ.გურჯაანს, 24 ივნისს – ჩუმლაყს, ხოლო 25 ივნისს კი – ყიტაანს. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ხეების გადაბელვის სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.