თესაუს სტუდენტები გერმანიაში 3 თვე ისწავლიან
მათ, ამის შესაძლებლობა საერთაშორისო პროექტის “ტემპუს სუტომა” ფარგლებში მიეცათ. თესაუს საუკეთესო სტუდენტები გერმანულმა მხარემ შეარჩია: ,,ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს შეთავაზება. მიმაჩნია, რომ გერმანულ უნივერსიტეტში გატარებული სამი თვე დიდ გამოცდილებას შეგვძენს მეც და ლევანსაც. მადლობა მინდა გადავუხადო სუტომას პროექტის ადგილობრივ კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ თამარ მიქელაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ამ შესაძლებლობისა და დახმარებისათვის. ვეცდებით, ჩვენი უნივერსიტეტი ღირსეულად წარმოვაჩინოთ,“– ამბობს მაია ლომიძე.
მაია ლომიძე და ლევან სიდამონიძე იადეს უნივერსიტეტში პრაქტიკული განთავსების პროგრამის სტიპენდიით 1 ივლისს გაემგზავრებიან.