ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენი თელავში შეხვედრას გამართავს

შეხვედრა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 9 ივნისს, 14:00 საათზე. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და მისი თანაშემწეები თათა ფირაშვილი და მარიამ შენგელია დამსწრე საზოგადოებას გაესაუბრებიან ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. 
ბოლო დროს მასობრივ პრობლემად გამოიკვეთა ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის საკითხი, ასევე ელექტროენერგიის არასათანადო ხარისხი, ძაბვის პარამეტრების ხშირი ცვალებადობა, მომსახურების ხშირი შეწყვეტა, ელექტროენერგიის საფეხურებიანი ტარიფების არასწორი გამოყენება. 
ასევე ხშირია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების და ზიანის ანაზღაურების გამო განხორციელებული დარიცხვები. მოქალაქეები ძალიან ხშირად ჩივიან გაზის წნევისა და თბურ მოცულობაზე. რეგიონში პრობლემურია გაზის გაჟონვასა და ავარიებთან დაკავშირებული საკითხები. 
პრობლემური საკითხია წყალმომარაგების საკითხი, სასმელი წყლის დაბინძურება, უწყვეტი წყალმომარაგება, ხანდაზმული დავალიანებები და მოძველებული, დაზიანებული ქსელის პრობლემები. პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ, გვეწვიოთ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 
შეხვედრაზე დასწრება შუძლია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.