დავით ბაქრაძე თელავში მოსახლეობას შეხვდა
ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა სოფლებში ნაფარეულსა და კურდღელაურში, სადაც ბაქრაძემ ადგილობრივების კითხვებს უპასუხა, ისაუბრა ეკონომიკურ პრობლემებზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე:
“პრობლემებზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. ქვეყანაში უნდა დასრულდეს შუღლი და დაპირისპირებ. გვჭირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან დ, რასაც სჭირდება ისეთი ხელისუფლება რომელიც ამ გეგმას ეფექტურად განახორციელებს. როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ამას ვთავაზობთ ჩვენ ჩვენს ხალხს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.