სოფელ არგოხში კულტურის სახლი აღდგა
ახალი კულტურის სახლი შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლებმა მოინახულეს და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის მიზანია ადგილობრივ მრავალეროვან მოსახლეობას შეუქმნას საზოგადოებრივი სივრცე.
უწყების ინფორმაციით, მთელი წლის მანძილზე ეს სივრცე საშუალებას მისცემს ადგილობრივებს შეიკრიბონ, ჩაატარონ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები და პროფესიული განათლების სემინარები კავკასიაში სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად.
სოფელ არგოხში 300-მდე განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს.