ახალი ამბები

,,კარგ სახლში“ ინგლისურის შემსწავლელი კურსი დაიწყო

პროექტის ხელძღვანელი, კისიხევში არსებული “კარგი სახლის” დამაარსებელი მარიკა ლაფაური-ბურკია. იგი, ასევე ხელმძღვანელობს საზოგადოება “ლილეს” ჰამბურგში, არის მუსიკოსი. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე ამ ეტაპზე 10 ახალგაზრდა ირიცხება, თუმცა მსურველი ბევრია:
,,ინგლისურის კურსი ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ლექციებიც, რომელსაც სპეციალისტები ატარებენ. აქამდე ლექციები სხვაგან ტარდებოდა, რადგან არ გვქონდა საკუთარი შენობა, ახლა შეხვედრებს ,,კარგ სახლი” მასპინძლობს. შენობა, რომელსაც ახლა “კარგი სახლი” ჰქვია და კონცეპტუალურად თავისი მანიფესტიც გააჩნია, არის ჩვენი საქმიანობის თავმოყრა კისისხევში. სოფელში, “კარგ სახლს” მასპინძლობს კისისხეველი ელენე ხანჯალიაშვილი. ჩვენ, ხშირად გვყვავს ევროპელი სტუმრები კისისხევში და ვიცით, რომ ახალგაზრდებში უცხო ენის დეფიციტია. ვთვლით, რომ მათთვის აუცილებელია ჩვენი ხელშეწყობა ამ მხრივაც.
ახლო მომავალში, “კარგ სახლში” გვექნება ინტერნეტი, რომლითაც სარგებლობა ყველას შეეძლება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტ აქტიურობას გამოიჩენს და გამოიყენებს ჩვენ მიერ შეთავაზებულ საშუალებებს, რაც საქართველოში უპრეცენდენტოა. მინდა ავღნიშნო, რომ 5 ივნისს ლექციას ირინა ღამბაშიძე ჩაატარებს.
დავამატებ, რომ ინგლისურის კურსებს ჰყავს “ნათლია” მარინა რეხვიაშვილის სახით, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. გთხოვთ ყველას, რომ მხარი დაგვიჭიროთ. თქვენი მცირედი შემოწირულობით შეგვიძლია, რომ ეს წამოწყება სტაბილური გავხადოთ. ვინც ფლობთ ინგლისურ ენას კარგად, შეგიძლიათ გვესტუმროთ კისისხევში და ახალაგაზრდებს ჩაუტაროთ სემინარი ერთჯერადად ან მრავალჯერადად. ისინი, იმსახურებენ ჩვენ თანადგომას და მათი ცოდნა, ჩვენი საერთო ცოდნაა ქვეყნის სასიკეთოდ”, – აცხადებს მარიკა ლაფაური-ბურკი.