თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს სხვა პირებთან ჩხუბი ჰქონდა და ის სახლში იარაღისთვის წავიდა, უკან დაბრუნებულს კი მაღაზიასთან მათ ნაცვლად სიგარეტის საყიდლად მყოფი ვალერი ვარშალომიძე დახვდა, რომელსაც 3 ტყვია ესროლა.
ვარშალომიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. იგი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.