სტატიები

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)

სანაცვლოდ, საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობას ციფრული ხარისხით უყურებს. ეს სასიამოვნო ცვლილებაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქვეყ­ნისთვის. თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც შეწუხებულია მოსალოდნელი ცვლი­ლებით. მათ არ იციან, როგორ შეძლებენ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღებას ან რა დასჭირდებათ ამისთვის.

ამ საკითხზე მკითხველისგან საკმაოდ ბევრი კითხვა მივიღეთ და გვინდა, რომ მათგან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ:

-რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და როდის მოხდება ეს? 
-გადასვლა მიწისზედა სატელევიზიო სისტემის ციფრულ ფორმატში კონვერ­ტაციას გულისხმობს. საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, 2015 წლის 17 ივნისი არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში ანა­ლოგური მიწისზედა სიგნალის გაცი­ფრულება უნდა მოხდეს.

-საიდან მოდის ციფრული სიგნალი და რა შეიცვლება ჩემთვის 17 ივნისის შემდეგ? 
-ციფრული ტელევიზია გადაცემის ერთ პლათფორმაზე არ არის მიბმული. ციფრული სიგნალის მიღება შესაძლე­ბელია ციფრული მიწისზედა ანტენით, ციფრული კაბელით, ინტერნეტით ან სატელიტით. უკანასკნელი ორი ჶ IPTV და სატელიტი უკვე ციფრულია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ამჟამად ტელე­ვიზორს ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით უყურებთ, გადასვლის პროცესი თქვენზე გავლენას არ მოახ­დენს. ხოლო თუ თქვენ ტელევიზორს ანალოგური მიწისზედა ქსელის მეშ­ვეობით უყურებთ, მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ, თუ რა გზით გააგრძელებთ სატელევიზიო სიგნალის მიღებას.

-რო­გორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება? 
-ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღების სამი ძირითადი გზა არსებობს: შეიძინოთ ციფრული სეთ-თოფ-ბოქსი, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებ­ლობას უყუროთ, მიიღოთ ციფრული სიგნალი ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით. სატელიტის შემთხვევაში თეფშის შეძენა დაგჭირდებათ, ინტერ­ნეტის კი – თავად ინტერნეტ კავშირი. 
შეიძინოთ ახალი ტელევიზორი, რო­მელშიც ციფრული სიგნალის მიმღებია ჩაშენებული მიწისზედა ან სატელიტუ­რი მიღებისთვის. ისარგებლოთ საკაბე­ლო სერვისით და დაელოდოთ, როდის მოგაწვდით პროვაიდერი ციფრულ სიგნალს.

-რომელ სატელევიზიო არხებს მი­ვიღებ? 
-ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროვაიდერზე: თუ თქვენ ციფრულ მიწისზედა ქსელს აირჩევთ, მიიღებთ სა­ქართველოს საზოგადოებრივი მაუწყე­ბლის პირველ და მეორე არხებს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 
სხვა არხების მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ციფრულ მიწისზედა სიგნალის პროვაიდერთან უნდა გა­დაამოწმოთ. თუ თქვენ სატელიტურ ან საკაბელო პროვაიდერს აირჩევთ, პაკეტების და არხების დიდი არჩევანი გექნებათ. მაგალითად, საქართველოს პირველი სატელიტური პროვაიდერი „მაგთისატი“ 100-ზე მეტ არხს გთავა­ზობთ.

-აუცილებელია, რომ 17 ივნისს დაველოდო და ამ დროს შევწყვიტო ძველი ანალოგური ანტენის გამოყენება და ციფრული სიგნალი მივიღო? 
-რა თქმა უნდა, არა. თქვენ შეგი­ძლიათ ციფრული სიგნალი დღესვე მიიღოთ. ამის უმარტივესი გზა არის, რომ დაუკავშირდეთ „მაგთიკომს“ და „მაგთისატის“ ინსტალატორები გამოი­ძახოთ. ისინი გამოძახებიდან 7 დღის პერიოდში მოვლენ და ციფრული ტელევიზიის აქტივაციისთვის საჭირო ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თქვენ კი შეგიძლიათ სხვადასახვა პაკეტები და არხები აირჩიოთ ოჯახის გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.