ავტოავარიის შედეგად ლაგოდეხში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ინფორმაციას რადიო ,,ჰერეთი” ავრცელებს.