რეკომენდაციები საბავშვო ბაღების ხორცით მომარაგებაზე
“იმისთვის, რომ საბავშვო ბაღებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და საეჭვო წარმომავლობის ხორცის მოხვედრა გამოირიცხოს, სააგენტომ ინსპექტირება ჩაატარა ცხოველთა ყველა მოქმედ სასაკლაოზე, საიდანაც საბავშო ბაღები ხორცით მარაგდებიან. სააგენტოს რეკომენდაციით, ხორცის დამუშავება-დარბილება უშუალოდ სასაკლაოზე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან წარმოება-გადამუშავების ყველა დამატებითი ეტაპი სურსათის მიკრობიოლოგიური დაბინძურების პოტენციურ წყაროს წარმოადგენს და მიკვლევადობას ართულებს. ამ მიზნით შემუშავდა რეკომენდაციები საბავშვო ბაღებში საქონლისა და ფრინველის (ქათმის) ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და შესაბამის უწყებებს წარედგინა. სააგენტო განმარტავს, რომ ეს და სხვა ღონისძიებები მაქსიმალურად შეამცირებს საბავშვო ბაღებში საეჭვო წარმომავლობის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის მოხვედრას. სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასევე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.