ახალი ამბები

თესაუში XVII სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

პლენარულ სხდომაზე ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ ზაქარიაშვილმა და ირაკლი ჭიჭაშვილმა წაიკითხეს მოხსენება ,,სასწავლო ვირტუალური გარემო’’. სამეცნიერო კონფერენციაზე მუშაობს ფილოლოგიის, ისტორიის, უცხო ენებისა და ლიტერატურის, ეკონომიკისა და ტურიზმის, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა, აგრარულ მეცნიერებათა, პედაგოგიკა-მეთოდიკისა და ფსიქოლოგიის, ფიზიკა-მათემატიკისა და ინფორმატიკის სექციები, სადაც პროფესორ-მასწავლებლები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს. პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.