ლაგოდეხის საკრებულოს წევრი დააკავეს
საკრებულოს თავმჯდომარის, გოდერძი ბარბაქაძე უმრავლესობის წევრის დაკავების ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ “მისი ინფორმაციით, ინციდენტის დროს კ.ყ. ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც სოფელ ლელიანში ერთ-ერთ მოქალაქეს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციას უწესებდა, წინააღმდეგობა გაუწია”. საქმე სსკ-ს 353 მუხლით არის აღძრული. კ.ყ. ამ დროისათვის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.