თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ერეკლე მეორეს მოედანზე სამანქანო გადაადგილება შეზღუდულია და ქალაქის ცენტრში მოხვედრა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.
12:00- 12:30 საათზე ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
12:00-17:00 საათზე ერეკლე მეორის მოედანზე, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა..
12:00 -17:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნის პავილიონის გამოფენა.
12:00-17:00 საათზე მოეწყობა ტურიზმის პავილიონი ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-17:00 საათზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ თელაველი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ძველ ბაღში.
13:00-14:00 საათზე, თელავის თეატრის მცირე დარბაზში, ჩატარდება ლექცია-სემინარი „აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, აშშ საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი”, სემინარზე მოხსენებას წაიკითხავს რამაზ ბლუაშვილი.
14:00-15:30 საათზე, თელავის თეატრის კაფეში, ფოიეში, ჩატარდება ინტელექტკლუბის საფინალო თამაში „რა? სად? როდის?”.
15:30-17:00 საათზე გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ნ. სულხანიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში.
13:00-15:00 საათზე მოქალაქეები საზიემი ფიცს მოისმენენ.
13:00-18:00 საათზე, ერეკლე მეორის მოედანზე, გაიმართება ქუჩის კალათბურთი, ხოლო ახალ ბაღში კი – მინი-ფეხბურთი და მკლავჭიდი.
18:00-19:00 საათზე, ერეკლე მეორის მოედნაზე, მუსიკალურ ბენდის „მუსიკის ქალაქი“ შეასრულებს სიმღერებს.
19:00-21:00 საათზე კი, გაიმართება საზეიმო დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები თიკა ფაცაცია, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, ჯგუფები „ფლეში“ და „ეგ არი“, ასევე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობები : ვენერა ფეიქრიშვილი, ნონა ხუმარაშვილი, ვანო იანტბელიძე და თემურ ხუნაშვილი.
კონცერტს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი.