„საზღვრებთან მოლოდინში“ თელავის თეატრში
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, „საზღვრების მოლოდინში“ ეხმიანება წეროვანისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლებებში მოცხოვრებ მოზარდებს:
,,რეჟისორმა ბენო ვურჰემმა სექმნა სპექტაკლის კონცეფცია, რომელშიც მონაწილეობენ ნორჩი მსახიობები და მათთან ერთად მოწვეული მსახიობები, მოცეკვავეები და მხატვრები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და სირიიდან, სპექტაკლი დაფუძნებულია დევნილი მოზარდების იდეებზე, მათ ისტორიებსა და სამომავლო გეგმებზე. სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 15 და 16 მაისს სამეფო უბნის თეატრში, ხოლო შემდგომ სპექტაკლი მოივლის ტურნეს მთელს საქართველოში“, – აცხადებს knews.ge-სთან ფიქრია ყუშიტაშვილი.