კახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დ.თ. ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ ს.თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით).