ლაგოდეხში სტიქიამ ერთწლიანი კუტურები გაანადგურა
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წყალდიდობამ საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები დაახლოებით 150 ჰექტარზე გაანადგურა. დაიტბორა ვენახებიც. ლაგოდეხის მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. სტიქიამ ზარალი ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებსაც მიაყენა.