ახალი ამბები

ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს შესაძლოა 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს

შესაბამისი ინფორმაცია Knews.ge-ს აჯი გასანოვის ადვოკატმა მზია სიჭინავამ მიაწიდა. აჯი გასანოვს ბარალად ედება აფკან გუსეინოვის განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღი უკანონოდ ტარება.

მზია სიჭინავას განცხადებით, აჯი გასანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ზედმეტად დამაძიმებელი მუხლით, რომლებიც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. 
„როგორც ვიცით, პროკურატურა აჯი გასანოვისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით, ჯარიმის გარეშე, 5 წლიან პატიმრობას ითხოვს. ჩვენ ამ პირობაზე არ ვართ თანახმა. სავარაუდოდ განხილვა გაგრძელდება. ჩვენთვის მისაღებია მინიმუმ 6 თვიანი პატიმრობა და 5000 ლარიანი ჯარიმა და მაქსიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას, რომელიც ბრალად წარდგენილი აქვს აჯი გასანოვს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1 ნაწილში, რომელიც გულისხმობს სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. მას ნამდვილად არ ჰქონია გუსეინოვის მკვლელობა განზრახული. აჯი გასანოვი თავს დამნაშავედ ცნობს კოდექსის ამ მუხლით. ის, ასევე, ადასტურებს იაღარის შეძენისა და ტარების ფაქტსაც“, – განუცხადა Knews.ge-ს აჯი გასანოვის ადვოკატმა მზია სიჭინავამ. 
30 წლის ხანუმ ჯეირანოვას ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან 8 თვე გავიდა, მაგრამ პროკურატურას საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. ხანუმას მამის ზახიდ ჯეირანოვის განმარტებით, მისი შვილის ტრაგიკული სიკვდილის დღიდან ოჯახი საგამოძიებო ორგანოსგან დამნაშავეების ტელმან და აფკან გუსეინოვების, აივაზ და ნოვრუზ გასანოვების და ელჩინ დეიხანოვის დასჯას ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.

ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობიდან 4 თვის შემდეგ მისმა მუღლემ აჯი გასანოვმა მისი მეუღლის წამების ერთ-ერთი მონაწილე აფკან გასანოვი ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით აღძრა: 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და 19–108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა. იგი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე). 
აჯი გასანოვის საქმის განხილვა გრძელდება. მორიგი სხდომა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, 29 მაისს 14 საათზე გაიმართება.