ახალი ამბები

ლაგოდეხის სოფელი აფენი დაიტბორა

გამგებელი კახა ჯამბურია აცხადებს, რომ უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა, კალაპოტი შეიცვალა და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დატბორა. ჭარბი ნალექის გამო აფენში ვერც სპეციალური ტექნიკის მობილიზება ხერხდება, რომ ალაზანს კალაპოტი შეეცვალოს. სტიქიამ სოფელში ვენახები, სიმინდის ნარგავები და საზამთროს ბაღები დააზიანა. ამ დროისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.