მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია სიღნაღს ეწვია
მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია სიღნაღის გამგებელს დავით ჯანიკაშვილს შეხვდა და მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ და სოციულურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დელეგაციის წევრებმა წმ. ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერს ესტუმრნენ, დღის ბოლოს კი ეწვივნენ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილოები დაათვალიერეს.